ახალი ამბები
კასპის რაიონში ელექტროენერგიის ქვესადგურს მეხი დაეცა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დოესში, გრაკალში, მეტეხსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამის მიზეზი ჭექა-ქუხილი გახდა.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლის ცნობით, დაზიანდა სოფელ დოესთან მდებარე ქვესადგურის ხაზები, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

კომპანიის ელექტრიკოსები ფიქრობენ, რომ დენის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები