ახალი ამბები
,,საქართველოს მოხალისეები" გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან
გამყოფი ხაზის სოფლებიდან ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში - ,,საქართველოს მოხალისე"

სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს მოხალისეების უფლებები და მოვალეობები, სამართლებრივი ასპექტები, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების მეთოდები შეასწავლეს. პროგრამის მიზანს, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგეენს.

,,უკვე დავესწარი 5 დღიან სპეციალურ სასწავლო კურსს, უკეთ გავიგე, რას ითვალისწინებს მოხალისეობა, როგორ ვიყო აქტიური მოქალაქე და როგორ შევცვალო რაღაც უკეთესობისკენ. დღეს მე ვარ საქართველოს მიხალისე, მაქვს იდეები,რომელთა განხორციელებასაც ვაპირებ ჩემს კლუბთან (მოხალისეებთან) ერთად ჩემს რეგიონში. იმედი მაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას და ცხოვრებაში მათ აქტიურად ჩართვას“ - ამბობს კასპელი მონაწილე თათია ბერიანიძე.

,,მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მოხალისეობრივი კულტურის დამკვიდრება - განვითარება, რაც სწორედ ისაა რასაც პროექტი "საქართველოს მოხალისე" ემსახურება. პროექტის ფარგლებში 4 ძალიან ნაყოფიერი, ინფორმატიული და სასარგებლო დღის შემდეგ დავბრუნდით ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალი იდეებით, გაორმაგებული შემართებით და მოტივაციით, რასაც ჩვენი კლუბის წევრებს გაასმაგებულად გადავცემთ. რა მიზანი გვაქვს? - გავხდეთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საზოგადოებისთვის სასარგებლო, დასაყრდენი ძალა და დავამტკიცოთ, რომ ჩვენში, დიახ ჩვენში, ახალგაზრდებშია ძალა! დიახ, ყველაზე ძლიერი ახალგაზრდული სექტორი ჩვენს მუნიციპალიტეტს ჰყავს! - ამბობს გორელი ელენე მინდიაშვილი.

,,დიდი ხნის ოცნების შემდეგ, დღეს, მეც საქართველოს მოხალისე ვარ. როცა ჩემთან მოხალისეები მოვიდნენ, რომ მე ავეყვანე მოხალისედ, ვიფიქრე, რომ ერთ დღეს მეც ვიქნებიდი მათნაირი მოხალისე და დღეს მართლაც ასეა. მიხარია რომ გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი. ოჯახის, რომელის საძირკველიც მხოლოდ სიკეთეა. ამ პროექტის ფარგლებში დიდი მოლოდინი მაქვს, ჩემს რაიონში არსებობენ ახალგაზრდები, რომელებიც პროექტის გარეთაც, ჩუმად მოხალისეობენ. ახლა კი, იმის დროა, ჩვენ ერთად გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ის, რაც მოხალისეს ევალება. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს მოხალისე ვარ და ჩემი მოვალეობის შესრულებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. გახდით თქვენც“ - ამბობს ქარელელი თეკლა თოთლაძე.

,,პირველ რიგში, მიხარია,რომ მქვია საქართველოს მოხალისე,ეს არის ის პროექტი, რომელიც სავსეა სიახლეებით და ურთიერთობებით. აქ ყოფნის განმავლობაში ყველა სწავლობს დროის პროდუქტიულად გამოყენებას ისე რომ არც ერთი წუთი არ დაიკარგოს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტის ისაა, რომ 5 დღის განმავლობაში ადამიანი იზრდება, ისე, რომ უკვე შეუძლია დაინახოს თავისი თავი მომავალში. მოტივაცია, ახალი იდეები, შრომის უნარი უანგაროდ, ეს ყველაფერი ამ პრიექტმა მომცა და დიდი იმედი მაქვს,შევასრულებ ჩემს მოვალეობას ჩემი თავის წინაშე და ვიქნები წარმატებული მოხალისე.“ - ამბობს ხაშურელი ანა ყაულაშვილი.

პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი. შიდა ქართლში კი პროგრამას კოორდინაციას უწევს ორგანიზაცია - მეგობრობის ხიდი "ქართლოსი".

,,შიდა ქართლის რეგიონიდან პროგრამაში 8 ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც მოგვიანებით თვითონ შექმნიან ადგილობრივ კლუბებს და გააერთიანებენ გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. თვითონ იქნებიან ადგილობრივი ლიდერები, მაგრამ პროგრამას ერთი გამარჯვებული ეყოლება. სამინისტროსი და რეგიონული ორგანიზაციების დამაკავშირებელია, ტენდერში გამარჯვებული „ჰელფინგ ჰენდი“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთო მასშტაბური ღონისძიება " მე მოხალისე აქტიური მოქალაქე ", რომელსაც ერთობლივად დაგეგმავენ კასპის, ქარელის, ხაშურის და გორის მოხალისეები. მას დაესწრებიან სამინისტროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი და ახალგაზრდული ორგანიზაციები. ამ მასშტაბური ღონისძიების მიზანი იქნება მოხალისეობის პოპულარიზაცია ადგილობრივ თემში მცხოვრებ ახალგაზრდებში. პროგრამაში ჩვენი რეგიონიდან ახალგაზრდები გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებებიდან არიან ჩართულები. მაგალითად, ელენე მინდიაშვილი დიციდანაა , ქეთევან ჯავახიშვილი - ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან, კასპელი ბავშვები სოფელ ქვემო ჭალიდან და ა.შ. ვიმედოვნებთ, ისინი ღირსეული და წარმატებული მოხალისეები იქნებიან“-ამბობს "ქართლოსის" წარმომადგენელი ლელა მაზმიშვილი.

პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ 2014 წლიდან ხორციელდება. 2018 წლის გამარკვებული კი დასკვნით ღონისძიებაზე, დეკემბერში გამოვლინდება
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები