ახალი ამბები
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებამდე ქართველი ფალავნები გორში ვარჯიშობენ
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, ტიტულოვანი სპორტსმენები ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი შეკრების დასკვნით ეტაპს გორში გადიან.

ისინი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ეროვნული ნაკრების მწვრთნელების – მინდია ბოდაველის და ნოდარ მეტრეველის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) საქართველოს ნაკრების ლიდერები არიან და მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარ წონით კატეგორიებში ფავორიტებად მიიჩნევიან.

დღეს, ფალავნებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან და საწვრთნელი ვარჯიშისას მოინახულებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ბაქოში 20–27 სექტემბერს გაიმართება. გორელი სპორტსმენები აზერბაიჯანის დედაქალაქში 20 სექტემბერს გაემგზავრებიან
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები