ახალი ამბები
წმინდაწყლის დასახლებაში 14 წლის გოგონა ჩამომხვრჩვალი იპოვეს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში, ფეხსაცმლის თასმებით ჩამომხრჩვალი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს - ში ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობისას მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები