ახალი ამბები
ექსკლუზივი: როგორი იქნება გორისციხე რეაბილიტაციის შემდეგ (PHOTO)
დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ანთიძემ გორში, ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ციხეზე სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეები შეიქმნება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია მასალები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სამუშაოები მიმდინარეობს წელს გორისციხეზე, რომელიც 2018 წლის 10 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებს კომპანია ,,არქიტექსტი" ახორციელებს. იგი წელს სულ 350 000 ლარს დახარჯავს. ხარჟთაღრიცხვის მიხედვით, კი გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები:

1. სამუშაოების დაწყებამდე  განხორციელდება ციხის ზედაპირის არქეოლოგიური შესწავლა
2. წყლის ყოფილი რეზერვუარის (მიწისქვეშა) რეაბილიტაცია
3. ციხის სამხრეთ-დასავლეთი ფერდობის გამაგრება დამცავი ლითონით
4. კარიბჭის კოშკის რეაბილიტაცია
5. ბილიკების გაკეთება, დაზიანებული ადგილების აღდგენა
.

იხ. ფოტოები
Print

სტატიის გამოყენების პირობები