ახალი ამბები
ზაზა სარალიძისა და გორის საკრებულოს თავმჯდომარის დაპირისპირების კადრები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამართული აქცია დასრულდა. დაზარალებული ოჯახი და მისი მხარდამჭერები ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ. 

გორის საკრებულოს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე შეხვდა. დავით რაზმაძე და ზაზა სარალიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, 19-წლის თორნიკე მერებაშვილი მოკლეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თორნიკე მერებაშვილს, წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაეჯახა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები