ახალი ამბები
გორში მოქალაქემ ქუჩიდან ძაღლი სახლში წაიყვანა
დღეს, გორში, მოქალაქემ მიუსაფარი, სეტერის ჯიშის ძაღლი ქუჩიდან სახლში წაიყვანა. მისი თქმით,  სოფელ ორთაშენში ცხოვრობს და ძაღლი ტომარაში სწორედ სახლში გადასაყვანად მოათავსა. 


,,
ეს კარგი ჯიშის ძაღლია. გამოვიარე მაგ ადგილზე, ვიკითხე, ვისია-მეთქი. მითხრეს, რომ არავისიაო. გადავწყვიტე, რომ სახლში წავიყვანო და მოვუარო. თუ პატრონი გამოჩნდება, რა თქმა უნდა, დავუბრუნებ" - გვითხრა მოქალაქემ, რომელიც გულიკაშვილად გაგვეცნო
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები