ახალი ამბები
საგზაო კომპანია სოფელ ხიდისთავში ერთი და იგივე ორმოულს წელიწადში მეორედ ავსებს
2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის წარმომადგენლებმა ორმოული ამოავსეს. 2018 წელს, გორი-მცხეთის საავტომობილო გზის იგივე მონაკვეთზე იგივე ორმოულს იგივე კომპანიის წარმომადგენლები ავსებენ.

ფოტო დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო. ორმოულის ხელმეორედ ,,ამოვსების" მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდაპირველი ამოვსების დროს, ასფალტის ხარისხი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ასფალტის საფარმა დაიწია და მკვეთრ მოსახვევთან სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა სახიფათო გახდა.

ამჯერადაც, ხიდისთავში სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგზაო კომპანია ბიუეტის თანხიც ახიორციელებს.

მიმდინარე 2018 წელს, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა ,,ორმოულების" ტენდერში ორჯერ გაიმარჯვა. პირველად, 2018 წლის 1 თებერვალს, მეორედ, 2018 წლის 1 სექტემბერს. 1 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში უნდა ეწარმოებინა, თუმცა თანხის ამოწურვის გამო, გორის მერია იძულებული გახდა ტენდერი კვლავ გამოეცხადებინა. ორივე ტენდერი ცალ-ცალკე დაახლოებით 500 ათასი ლარის ღირებულებისაა.

2018 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით, საგზაო კომპანია ვალდებულია 2019 წლის 1 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოვლა-შენახვაზე იზრუნოს. აღნიშნულ ვალდებულებებში შედის ორმოულების ამოვსებაც
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები