ახალი ამბები
,,წყალი ისეთი წნევით მოდის, სარეცხის მანქანები ხორუმს ცეკვავენ"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის ახალი სისტემა კვლავ დაზიანდა. ააიპ გორის მუნიციპალიტეტის წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი დაზიანებული კერა გუშინ გააკეთეს. 

სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მარუაშვილი ვეღარ ითვლის ამ სოფელში დაზიანებული კერების რაოდენობას და შემდეგ მისი რეაბილიტაციის რიცხვს. წყალგამანაწილებელ ჭებში სასმელის წყლის მილები იმ წნევას ვერ უძლებს, რაც მაღლობზე განთავსებული რეზერვუარიდან მიედინება.

,,წყალი ისეთი წნევით მოდის, სარეცხის მანქანები ხორუმს ცეკვავენ" - განუცხადა სოფლის გამგებელმა კოტე თავზარაშვილს თათბირზე. თათბირზე განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ქვახვრელის პრობლემები იყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ სოფლის გამგებლის რეპლიკამ ხალისი გამოიწვია.

ქვახვრელში, აიიპ წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლებმა, ცენტრალურ მაგისტრალზე მეორე წყალგამანაწილებელი ჭა დაამონტაჟეს, იმ მიზნით, რომ დიდი წნევით მომდინარე წყლის სიჩქარე შეამცირონ. 

ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დამთავრდა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები