ახალი ამბები
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ ისეთი ადგილებიდან, საიდანაც კანდიდატის მხარდამჭერთა საერთო რაოდენობა უკეთ ჩანს.

ამის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში გადაიღო. გრიგოლ ვაშაძე იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ,,ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად 10-მა პოლიტიკურმა მოძრაობამ წარადგინა. "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" სახელით მან კასპის, ქარელის, გორისა და ხაშურის სოფლების მოსახლეობა მოინახულა.

,,კასპის სოფლები დოესი და აღაიანი - უმძიმესი მდგომარეობა, დაცლილი სოფლები, სრული უპერსპექტივობა. მოსახლეობა არ აპირებს შეეგუოს ამ ვითარებას და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება. საქართველო გადასარჩენია და ჩვენი თანამოქალაქეები ფიქრობენ მოძრაობა “ძალა ერთობაშია“ არის ის ძალა, რომელიც ამას შეძლებს და ქვეყანას დააყენებს განვითარების გზაზე." - აღნიშნა ვაშაძემ
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები