ახალი ამბები
გორის კულტურის ცენტრში ნათია გველებიანის დასახმარებლად კინოჩვენება გაიმართება
კვირას, 16 საათზე, გორის კულტურის ცენტრის დარბაზში ონკოლოგიური ავადმყოფის, ნათია გველებიანის დასახმარებად, კინოჩვენება გაიმართება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს. ნათია გველებიანი 23-წლისაა, მას ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინდა. ჰყავს მცირეწლოვანი ორი შვილი.

ბილეთის ფასია 5 ლარი.

ნათია გველებიანის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი - GE88BG0000000101039761

თიბისი ბანკი - GE84TB7814545061100065 მიმღები: ნინო ქოქაშვილი

მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის: 0901701400

საკონტაქტო ნომერი 598709261
Print

სტატიის გამოყენების პირობები