შსს-ს ცნობით, ატენში შვილმა და შვილიშვილმა მოხუცს სცემეს და პენსია წაართვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბიძა-დისშვილი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მათ 84-წლის კაცს ჯერ
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ნაგროვები პენსია წაართვეს.
თანხის ოდენობა 980 ლარს შეადგენდა.
დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა
და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე
თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ. გამოძიება
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები