ახალი ამბები
ხაშურში სასწრაფოს მანქანის მძღოლი დააჯარიმეს პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების გამო
ქალაქ ხაშურში, მთავარ მაგისტრალზე, სასწრაფო დახმარების ცენტრისა და საპატრულო ეკიპაჟის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების მანქანას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მხარე. შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მოსახვევში სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა პატრულს. სასწრაფო დახმარების ცენტრის მანქანის მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილი - სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევა, რამაც მანქანის დაზიანება ან მგზავრის მსუბუქად დაშავება გამოიწვია. ჯარიმა 250 ლარს ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები