ახალი ამბები
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ვერხვების დასახლებაში მოედანი და სკვერი მოეწყობა
დასრულდა მოსახლეობასთნ შეხვედრები, სადაც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შერჩეულ პროექტებს განიხილავდნენ.

ვერხვების დასახლებაში გამოყოფილი თანხით, სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა.

ვერხვების დასახლების მცხოვრებლებმა მერიას სამი პროექტი წარუდგინეს. მათ შორის ხელმმოწერებით დაადასტურეს, რომ ჩასახლებაში უმრავლესობას სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობა სურს.

შეხვედრაზე ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ვერხვების დევნილთა დასახლების წარმოდგენილი პროექტების დაფანინასებისთვის სამოქალქო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, ქურთის მუნიციპალიტეტი თანადაფინანსების სახით 10 000 ლარს გამოყოფს.

2019 წელს თვითმმართველობა "სამოქალაქო ბიუჯეტს 2 800 000 ლარით აფინანსებს, 33 ადმინისტრაციული ერთეული სულ 28 ზონად დაიყო. “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში თითოეულ ზონაზე 100 000 ლარია გათვალისწინებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები