ახალი ამბები
მედიის როლზე ახალგაზრდებთან მშვიდობის პრიზის მფლობელმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს
პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის პრიზის მფლობელ ჟურნალისტებს მოუსმინეს. მედიის წარმომადგენლებმა იმ მასალების შინაარსზე ისაუბრეს, რომლებმაც აღნიშნული კონკურსის ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

გოგა აფციაურმა, ნინო ჩიბჩიურმა და გვანცა დოლუაშვილმა საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბეს ახალგაზრდებს და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მედიის როლთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

შეხვედრის ორგანიზატორი პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ რეგიონული კოორდინატორი - „ქართლოსია“. ორგანიზატორთა ინფორმაციით ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებმაც დღეს მედიის წარმომადგენლებს მოუსმინეს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და ეს თემა მათთვის განსაკუთრებით სენსიტიურია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები