ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე მაღაზიები გაქურდეს და გამოკითხვაზე არასრულწლოვნებს იბარებენ
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში რამდენიმე მაღაზია მონაცვლეობით გაქურდეს. ერთი კვირის ინტერვალით, ,,მობი შოპი", აფთიაქი, აქსესუარებისა და სხვა ნივთების მაღაზიები გატეხეს. 

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, მოწმის სახით დაკითხული პირები შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებს. 

,,მე ტყუილად მიჭერენ" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, თან ახლობელი ახლდა. 

აფთიაქის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათგან თანხაა წაღებული, მობილურის მაღაზიებში კი, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფანჯრიდან შევიდნენ, თანაც სამჯერ. გვითხრეს, რომ ქურდობა სამჯერ მოხდა.

ყველა მაღაზია ცხინვალის გზატკეცილზე მდებარეობს, სადაც საპატრულო თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები სისტემატიურად პატრულირებენ. ასევე, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები

Print

სტატიის გამოყენების პირობები