ახალი ამბები
დეკრიმინალიზაციამდე მარიხუანას გამოკითხულთა 50%-ის მეგობარი მოიხმარდა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოკითხულთა 50%-ის მეგომარი მოიხმარს მარიხუანას. ხოლო 17%-ის მეგობარი მოიხმარს ექსტაზს.

ამის შესახებ ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციამდე მომზადდა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა აზრით პირველი პოპულარული ნარკოტიკია მარიხუანა, მეორე - ექსტაზი, მესამე - ამფეტამინები.ამავე მონაცემებით, მოზარდებში ცხოვრების მანძილზე არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევალენტობის (გავრცელების) მაჩვენებელი 20%–ს შეადგენდა, აქედან 33%–ს ვაჟებში და 8%–ს გოგონებში.

რაც შეეხება ალკოჰოლს, საქართველოში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, 15-16 წლის ასაკის ახალგაზრდების უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასინჯული აქვს ალკოჰოლი და ალკოჰოლის მიღებას დადებით მოვლენად აფასებს.

1 თვის განმავლობაში ალკოჰოლი მიიღო ‐ 41.9%: აქედან ბიჭები ‐ 54.7%; გოგონები ‐ 27%.
Print

სტატიის გამოყენების პირობები