ახალი ამბები
გორში 446 ექიმი მუშაობს
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 446 ექიმი და 234 ექთანი ემსახურება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, 2017 წლის ანგარიშშია მოცემული.

ანგარიშის მიხედვით, სულ შიდა ქართლში 820 ექიმი მუშაობს. 

რეგიონის მასშტაბით, 10 სტაციონარული დაწესებულებაა; 19 ამბულატორიულ–პოლიკლინიკური დაწესებულება; მუშაობს სოფლის 133 ექიმი, ხოლო ამავე პერიოდის ანგარიშის მიხედვით, მოქმედებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს, გეგმიური ქირურგიული ჩარევების რაოდენობამ, რეგიონში, 5456-ს მიაღწია, აქედან, არც ერთი დამთავრებულა ლეტალობით (ოპერაციის შემდგომი სიკვდილი).

2017 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება შიდა ქართლში 64 590 პირს გაეწია. რაც შეეხება მიმართვებს ამბულატორულ-პოლიკნილიკურ დაწესებულებებში და სასწრაფო დახმარებისთვის, მისი რაოდენობა 578 674-ს აღწევს
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები