ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორში, შინდისის გზატკეცილზე, სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ 27 სექტემბერს მიიღო.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებისთვის 35 ათასი ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით, მწვანე საფართან ერთად, შეიცვლება ბორდიურები. ასევე, დაიდგმება ატრაქციონები, ღამით კი, ლამპიონებით გაანათებენ.

სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები