ახალი ამბები
სოფელში ერთადერთ მცხოვრებ მოხუცს ქონება დაუყადაღეს
76-წლის ფარიზეტა თოთროევს ქონება დაუყადაღეს. ამის შესახებ მონაცემები შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაშია დაცული.

ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო, ფარიზეთა თოთროევის სახლი და სხვა ქონება, სახელმწიფო ვალდებულებების იძულებით აღსრულების მიზნით, დაიტვირთა.

ფარიზეთა თოთროევს, 2016 წელს, ქონების (მიწის)გადასახადი დააკისრეს. როგორც 76-წლის ქალი ამბობს,  საიჯარო მიწის ნაკვეთს, თითქმის 10 წელია აღარ იყენებს. შემოსავლების სამსახურში დავალიანება 700 ლარამდე დაუთვალეს.

ჯარიმა-საურავებთან ერთად, გადასახდელმა თანხამ წელს უკვე 1000 ლარს მიაღწია. 

ფარიზეთა თოთროევი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანში ცხოვრობს. ის ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებია. ბანი მდინარე ღვანანას ხეობაში მდებარეობს და ქარელიდან 18 კმ მანძილზეა დაშორებული
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები