ახალი ამბები
,,ოპტიმალგრუპი ჩვენი ტორმოზია" - აცხადებენ მერიაში
გორის მერიის ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები ,,ოპტიმალგრუპის" დასკვნებს აღარ ასაჯაროებენ. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტების ჩამონათვალი ადასტურებს.

მერიის მიერ გაგზავნილ დოკუმენტებში სპეციალურად დაქირავებული კომპანიის ექსპერტებების შეფასებები აღარ ქვეყნდება. ,,ოპტიმალგრუპი" წარმოადგენს სამშენებლო საზედამხედველო კომპანიას, რომელიც შიდა ქართლის ოთხივე რეგიონის მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების და მათი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს.

ერთ-ერთი ბოლო დასკვნა, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სოფელ ხურვალეთის გზის საფარის სისქის შეცვლას ეხებოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას მერიის მხრიდან საპასუხო განაცხადება მოჰყვა. გორის მერი, განცხადების მიხედვით, აცხადებდა, რომ ხურვალეთთან ასფალტის 10 სმ სისქის ნაცვლად 5 სმ-ით შეცვლა, არ წარმოადგენს პრობლემას.

უცნობი რჩება სოფელ კვარხეთთან მიმდინარე საგზაო სამშენებლო პროექტის ცვლილების მიზეზი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი წერს, რომ ცვლილებება გამოიწვია ,,გამოთავისუფლებულმა სამუშაოებმა" - კონკრეტულად, რა სამუშაოები ,,გამოთავისუფლდა", ამის შესახებ, არც პროექტის ავტორის და არც საზედამხედველო კომპანიის დასკვნები არ ჩანს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ,,ოპტიმალგრუპი" მერიის ,,ტორმოზია" (მუხრუჭი)
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები