ახალი ამბები
რია ნოვოსტი: ,,კავკასიაში რუსეთის სამხედროები ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ"
რუსეთის სამხედროები ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ, რომელიც, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში არ ჩაუტარებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი" ავრცელებს. რუსულენოვანი სააგენტოების ცნობით, სამხედროები, სირიაში მიღებულ გამოცდილებას ადგილობრივ სამხედროებს უზიარაბენ.

,,ძირითადი ძალები ჩართული არიან სასწავლო მანევრებში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რომელშიც გამოყენებული იქნება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ყველა ახალი ფორმა და მეთოდი, მათ შორის სირიაში მიღებული გამოცდილება ", - განაცხადა რუს ჟურნალისტებთან გენერალ პოლკოვნიკმა ალექსანდრე დვორნიკოვმა.

სამხედრო წვრთნები დაიწყო ორშაბათს. ,,რია ნოვოსტის" ცნობით, 49-ე და 58-ე არმიები, რომლებიც განთავსებულნი არიან სამხრეთ ოსეთში,  სტავროპოლის რაიონში, ყუბანის, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ. 

სავარჯიშოებში მონაწილეობას იღებს 8.5 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 2 ათასზე მეტი სამხედრო აღჭურვილობით. ,,წვრთნები რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტარდება - აღნიშნულია რუსულენოვან გამოცემებში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები