ახალი ამბები
სხვადასხვა სოფლიდან დანახული რუსული ვერტმფრენები - ,,სუსი" დუმს
დღეს, დილით ქართული სოფლების თავზე გამოჩენილი ვერტფრენების თაობაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან  ვიდეოები მაშინვე გავრცელდა.

თავდაპირველად, ფაქტი მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს, ამას მოჰყვა კირბალისა და ზერტიდან გადაღებული კადრების გავრცელება.

რუსეთის სამხედროები ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ, რომელიც, ბოლო 30 წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში არ ჩაუტარებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი" ავრცელებს. რუსულენოვანი სააგენტოების ცნობით, სამხედროები, სირიაში მიღებულ გამოცდილებას ადგილობრივ სამხედროებს უზიარებენ.

,,ძირითადი ძალები ჩართული არიან სასწავლო მანევრებში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რომელშიც გამოყენებული იქნება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ყველა ახალი ფორმა და მეთოდი, მათ შორის სირიაში მიღებული გამოცდილება ", - განაცხადა რუს ჟურნალისტებთან გენერალ პოლკოვნიკმა ალექსანდრე დვორნიკოვმა. სამხედრო წვრთნები დაიწყო ორშაბათს.

მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეების გადაღებული კადრები


რუსული მი 8ები და მი24 გორის რაიონის სოფლების თავზე

Posted by Gigolashvili Gigi on Monday, 1 October 2018


ვერტმფრენები ზერტი-კირბალის მხრიდან




ვერტმფრენები ოძისის თავზე



,,რია ნოვოსტის" ცნობით, 49-ე და 58-ე არმიები, რომლებიც განთავსებულნი არიან სამხრეთ ოსეთში, სტავროპოლის რაიონში, ყუბანის, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ. სავარჯიშოებში მონაწილეობას იღებს 8.5 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 2 ათასზე მეტი სამხედრო აღჭურვილობით. ,,წვრთნები რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტარდება - აღნიშნულია რუსულენოვან გამოცემებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები