ახალი ამბები
გორის გზაზე ,,ჯიპი" კერძო ნაკვეთებში გადავარდა
გორი-კასპი-მცხეთის გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ,,ჯიპი" გზიდან გადავარდა. შს სამინისტროს ცნობით, ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მძღოლი არ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ უფლისციხის გადასახვევთან მოხდა.

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გორიდან კასპიკენ მოძრაობდა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, შეეჯახა გზის მანიშნებელ აბრას და გადავარდა კერძო ნაკვეთში. აღნიშნულ მონაკვეთზე მეფრინველეობის ფერმა და საცხორებელი სახლია.





Print

სტატიის გამოყენების პირობები