ახალი ამბები
ნიკო ჯავახიშვილი: ,,გთხოვთ, რკონის ხიდზე ერთად ამდენი ხალხი ნუ დადგებით"
სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკო ჯავახიშვილი ექსკურსანტებს მოუწოდებს, რომ თამარის ხიდზე ჯგუფური ფოტოების გადაღებისგან თავი შეიკავონ. ამის თაობაზე, სპეციალური განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

მისი თქმით, უძველეს ხიდს ბზარები აქვს. თამარის ხიდი რკონთან მდინარე თეძამზე მდებარეობს.

,,კლუბის ლიდერებო და ხელმძვანელებო, ძალიან გთხოვთ, რკონში ექსკურსიისას ამდენი ხალხი ამ საცოდავ ხიდზე ნუ გაჩერდებით, ბზარი აქვს ორ ადგილას და წყალსაც კარგა გვარიანად ატარებს. ხოდა ერთხელაც ჩაინგრევა და დატრილდება უბედურება, (ყველას ჯვარი გეწეროთ). მაგის გარდა კიდევ ხიდი და მის ისტორიაა ცოდო, მაგ ხეობაში 18-დან ეგ ერთიღაა შემორჩენილი, გავუფრთხილდეთ გთხოვთ და გაითვალიწინეთ ლიდერებო და ორგანიზატორებო." - აცხადებს ნიკო ჯავახიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები