ახალი ამბები
ატენი-ბოშურის გზაზე სოფელ ორმოცთან ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხიდი, რომლის სიგრძე 30 მ-ია, სოფელ ორმოცთან, ტანას ხეობაში მდებარეობს. ექსპერტების შეფასებით, დაზიანების რამდენიმე კერა არსებობს. ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხიდის სარეაბილიტაციოდ 150 000 ლარი გამოყო
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები