ახალი ამბები
ხურვალეთში ევროკავშირის დახმარებით სოსო ხუროშვილი წიწიბურას თაფლს აწარმოებს (VIDEO)
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები სოსო ხუროშვილი რამდენიმე წელია თაფლს აწარმოებს. ის ერთ-ერთია იმ ფერმერთაგან, რომელმაც ევროკავშირისგან საჩუქრად სკები მიიღო. ამჟამად ჰყავს  ფუტკრის 70-მდე ოჯახი.

მისი თქმით, თაფლი რომლის რეალიზაციას ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ახდენს, ეკოლოგიურად სუფთაა, რომელიც განთქმულია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

,,წიწიბურას თაფლი ძალიან იშვიათია საქართველოში, მისი ყვავილი ძალიან კარგია ფუტკრის გამრავლებისთვის. ყოველ წელს ვთესავ წიწიბურას, მის გარშემო ვდგამ სკებს და ვიღებ საუკეთესო თაფლს.  თაფლს ფუტკრები აყვავებული წიწიბურას ნექტრისგან აკეთებენ და იმ ადგილზე, სადაც ამ მცენარეს ვთესავ, არ ხდება შხამ-ქიმიკატების გამოყენება, ამის გამო თაფლი არის ეკოლოგიურად სუფთა.“- ამბობს სოსო ხუროშვილი.

უკვე ერთი წელია, ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც მალე ევრობაზარზე თაფლს გაიტანენ. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება ქართველ ფერმერებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი. მათ შორის არის თაფლის ხარისხის შემოწმება, რისთვისაც ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში უკვე 11 ლაბორატორია ფუნქციონირებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ამ ეტაპზე ორი მიმართულებით ხდება კვლევები, ეს არის სურსათისა და ხარისხის მიმართულებები, თუმცა ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ამბობს, რომ ყოველწლიური მოთხოვნა თაფლის შემოწმებაზე დიდი არ არის. მიმდინარე წელს, ლაბორატორიამ სულ რაღაც ოცამდე თაფლის სინჯი გამოიკვლია.

ქართული პროტუქციის და მათ შორის თაფლის ევროპის ბაზარზე გატანა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილია.

,, Enpard”-ის საინფორმაციო ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია გვიყვება, რომ სხვა პროდუქტებისაგან განსხვავებით თაფლმა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და ვერც ევროპულ ბაზარზე მოხვდა. თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ , ქართული თაფლი შესაძლოა მალე ევროპის ბაზარზე მოხვდეს.

იმისათვის, რომ ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე მოხვდეს, ერთ–ერთი მოთხოვნა მისი რაოდენობის გაზრდაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო კოოპერატივები შექმნა, სადაც რამდენიმე ფერმერი გაერთიანდა და თაფლის წარმოებას შეუდგა. ასეთი კოოპერატივი საქართველოში უკვე ათობით ფუნქციონირებს
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები