2018 წლის სექტემბერში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისა და
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 53 პირი დააკავეს. ამის
შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი
ავრცელებს.
კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, თითქმის ანალოგიური რაოდენობის
შემთხვევებია ,,გამოვლენილი" აგვისტოში. აგვისტოში ასეთი 56 ფაქტი
დააფიქსირეს.
სექტემბერში დაკავებულ პირებიდან 29 მოქალაქე საზღვრის გადაკვეთის
მუხლით, ხოლო 24 - სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით
გასაამართლეს.
ჯამში 41 ადამიანი დაჯარიმდა, 5 მოქალაქე ადმინისტრაციული სახდელის
სახით გაძევებულ იქნა დე-ფაქტო რესპუბლიკიდან, 6 პირი გააფრთხილეს,
ხოლო 1 დააპატიმრეს. ჯარიმებიდან კი, ცხინვალის ბიუჯეტმა მიიღო
142,000 რუბლი.
სტატიის გამოყენების პირობები