ახალი ამბები
ხაშურის მერმა წარმატებულ პედაგოგებს საჩუქრად პლანშეტები გადასცა
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა წარმატებულ პედაგოგებს პლანშეტები გადასცეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, პლანშეტები სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ჯაბა ლაბაძემ და ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ნანა დაბრუნდაშვილმა მიიღეს.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მასწავლებელთა საერთშორისო დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები