ახალი ამბები
სამთავისის ტაძარში კანკელს რეაბილიტაცია უტარდება
სამთავისის ამაღლების ტაძარში კანკელს აშენებენ. არქიტექტორებს პროექტი უკვე შედგენილი აქვთ, რომლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაობი უკვე დაიწყება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობითმ, პროექტი შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოსთან, ხოლო ქვის ოსტატების მიერ უკვე გამზადებულია სვეტები - ორნამენტული კაპიტელებით, თაღედი - სამყურა შვერილებით, პროფილირებული ლავგარდანი, ასევე, სვეტებს შორისი რელიეფური ფილები.

,,კანკელის ორნამენტული შემკულობისათვის გამოყენებულია შიომღვიმის, ხოვლეს, სვეტიცხოველის, ურთხვის და საფარის კანკელების ორნამენტული თემები. მხატვრული კვეთა შესრულდა პროექტით გათვალისწინებულ გელათის თბილი ტონალობის ქვიშაქვაში. ამჟამად ქვაში ნაკვეთი მასიური ელემენტები დასაწყობებულია სამთავისის ტაძარში" - აღნიშნავს არქიტექოტირ გიორგი სოსანიძე
.


საპროექტო სურათები


Print

სტატიის გამოყენების პირობები