ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში 9-წლის გოგონას BMW დაეჯახა
გორში, შინდისის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომანქანა 9 წლის ბავშვს დაეჯახა. გოგონა ,,გორმედში" გადაიყვანეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, დაშავებულს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები. 

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში დღეს საღამოს მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. "
Print

სტატიის გამოყენების პირობები