ახალი ამბები
ალეკო ელისაშვილმა გორში შეხვედრა გამართა
გორის დემოკრატიის სკოლაში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას, მის ფუნქცია-მოვალეობებს, ასევე, ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებსა და მოქალაქეთა ჩართულობას შეეხო.

ალეკო ელისაშვილმა საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისუბრა და შეხვედრა ჟურნალისტებთან კითხვა პასუხის რეჟიმში დაასრულა.

„სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პოლიტიკა არის ბინძური და ამის გამო ნორმალური ადამიანები პოლიტიკაში არ მიდიან, ეს აზრი უნდა დავამსხვრიოთ ჩვენს თავებში, ეს არის ყველაზე ცუდი გადმონაშთი. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ დღვანდელი შეხვედრით.“-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები