ახალი ამბები
კირბალში რუსმა სამხედროებმა მწყემსი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალიდან რუსმა სამხედროებმა მწყემსი დააკავეს. 50-წლის აკაკი დოთიაშვილი გუშინ დილით წაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა და აკაკი დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მამაკაცის გათავისუფლების საკითხში ჩართულია ყველა სტრუქტურა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები