ახალი ამბები
ნუგზარ სხირელის სკოლის მოსწავლეები ამბროლაურის ტურნირიდან ოქროს ოთხი მედლით დაბრუნდნენ
ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის გუნდმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი ამბროლაურში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სპორტული განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონის გურამ საღარაძის სახელობისაა, ტრადიციულია და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე აზერბაიჯანის და სომხეთის გუნდები იღებენ მონაწილეობას.

გორელთაგან შეჯიბრებაზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ: ზურაბ დოთიაშვილი (23 კგ), გიორგი მაისურაძე (26), ზურაბ აბალაკი (32), კონსტანტინე პეტრიაშვილი (42).

ვერცხლის მედლები ერგოთ: გიორგი წურიაშვილს (29), გურამ ქოთუაშვილს (32) და გოგა ოთინაშვილს (44).

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: გიგა ოთინაშვილი (35), ნიკოლოზ მაისურაძე (38), ანდრია ოქროპირიძე (38), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (38) და გიორგი რომელაშვილი (75)
.

ფოტოზე: ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მოჭიდავეები შეჯიბრების შემდეგ
Print

სტატიის გამოყენების პირობები