ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ტურნე შიდა ქართლში 12 ოქტომბერს მოეწყობა
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლს 12 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოქალაქეებმა განუცხადეს.

მათი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და ამომრჩევლებს შეხვედრაზე დასასწრებად იწვევენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, საპრეზიდენტო კანდიდატი ტურნეს მუნიციპალიტეტის ოთხივე ქალაქში გამართავს.

სალომე ზურაბიშვილს მხარს მმართველი პარტია უჭერს. პარტიის აქტივისტებმა გორში საარჩევნო პლაკატების გაკვრა უკვე დაიწყეს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები