ახალი ამბები
ხურვალეთის სკოლის დირექტორმა პედსაბჭოს სხდომა მიუძღვნა მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას
გამყოფი ხაზის სოფელ ხურვალეთის სკოლის დირექტორი იზა წიქარიძე სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ მან, დღეს, დილით მოწვეულ პედაგოგთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები, რომელიც მასმედიის საშუალებით, ამავე სკოლის მასწავლებელმა, ზიზი კურმაშვილმა გააჟღერა, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლურია.

,,დილით დაიბარა მასწავლებლები და განუცხადა, რომ ჩემი ინტერვიუს გამო, სასამართლოში უნდა მიჩივლოს" - გვითხრა ზიზი კურმაშვილმა. მისი თქმით, ის კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას და შელახული უფლებების აღდგენას, რაშიც პროფკავშირების წარმომადგენლები დაეხმარებიან.

საქმე ეხება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ მასალას ,,ხურვალეთის სკოლაში დაძაბულობაა - მოქმედი პედაგოგი დირექტორის შესახებ საუბრობს". ზიზი კურმაშვილი ინტერვიუში, სკოლის დირექტორის მიერ გატარებული პოლიტიკის და საათების არათანაბარ განაწილების შესახებ, საუბრობს. იზა წიქარიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს კვლავაც არ პასუხობს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები