ახალი ამბები
რა პოტენციალი აქვს შიდა ქართლს ევროპის ბაზარზე
დღეს, გორში, მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის დანერგვის ეფექტური მოდელის შექმნის მიზნით, ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრები  ქ. თბილისში 30 ოქტომბერს დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარსადგენად ემზადებიან.

ადგილობრივმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მოამზადეს საკითხები რეგიონში მებოსტნების, ტყის არამერქნული პროდუქტებისა და მეთევზეობის მიმართულებით. მათ დავალებული ჰქონდათ, რომ იმ გამოწვევების შესახებ მოეხდინათ ფოკუსირება, რასაც სამომავლოდ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი გააჩნია.

საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომაზე წევრებს მისცეს რეკომენდაციები ეკონომიკის სამი პრიორიტეტული ქვესექტორიდან. ესენი იყო: მეფუტკრეობა, მეღვინეობა და მეხილეობა.  მეორე სესიაზე მოხდა ფერმერების ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებაზე მსჯელობა, სწორედ, მებოსტნეობის, ტყის არამერქნული პროდუქტებისა და მეთევზეობის მიმართულებით. 

საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისაგან, მცირე და საშუალო საწარმოებისა და საჯარო მოხელეებისგან შედგება. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ რეგიონის ოთხივე მერიისა და საკრებულოს ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებიდან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნის მიზნით.

ქვეგრანტის ფარგლებში არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი“ (EESC, ლიტვა). მონაწილე ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).
Print

სტატიის გამოყენების პირობები