ახალი ამბები
შავი ცუგას გამო გორის ,,დილა" დააჯარიმეს (VIDEO)
გორის ,,დილა" 500 ლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი თამაშის 4 წუთით შეჩერება გახდა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუნდის ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინა.

,,დილას" მატერიალურ ტექნიკური სამსახურის მენეჯერი მერაბ მერაბიშვილი ამბობს, რომ ,,შავი ცუგა" ფეხბურთელების ყველა ვარჯიშს ესწრება: ,,ეხლა როგორც ჩანს ვერ მოტვინა, რომ არ უნდა ჩასულიყო მოედანზე" - თქვა მერაბ მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ძაღლი, სავარაუდოდ, თამაშის დაწყებამდე და უფრო ადრე შევიდა სტადიონზე.

შავი ცუგა, რომელსაც სახელი არა აქვს, გორის კულტურისა და დასვენების პარკში, ,,ახალბაღში" ცხოვრობს. ის ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა და მას, როგორც ,,დილას" ტექნიკური მენეჯერი ამბობს, ფეხბურთელები და სტადიონის დარაჯები უვლიან.

გუშინ, გორის ,,დილას" სტადიონზე ,,დილა" (გორი) - ,,ტორპედო" (ქუთასი) თამაში მიმდინარეობდა
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები