ახალი ამბები
გორის მერი: პედაგოგების შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული"
გორის მერი კოტე თავზარაშვილი თვლის, რომ დღეს, საქართველოში, პედაგოგები სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

,,პედაგოგის ცხოვრება არის ძალიან რთული. ისინი დიდ ცოდნას აძლევენ ახალგაზრდობას, რომელზეც არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. განათლებული ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი. ისინი მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ მათი შრომა ისეთნაირად არ არის დაფასებული, როგორსაც იმსახურებენ" - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.

ის გორის კულტურის ცენტრში გამართულ იმ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის გაიმართა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები