ახალი ამბები
ხაშურში ,,კურიერის" ჟურნალისტებს სცემეს
„კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

რუსთავი 2-ის ცნობით, ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

,,„კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები