ახალი ამბები
,,ბავშვი სუნთქავს" - გორის ჰოსპიტალში ავარიისას დაშავებული ფეხმძიმე ქალი მოათავსეს
,,ამ ეტაპზე ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვი სუნთქავს. პაციენტს უტარდება შესაბამისი მკურნალობა და ანალიზი" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის ჰოსპიტალში.

ფეხმძიმე ქალი დღეს გორში მომხდარ ავარიისას დაშავდა. შემხვევა ძმები რომელაშვილებისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

დაშავდა ასევე ტაქსის მძღოლი, ის ,,გორმედში" გადაიყვანეს. ,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, დაშავებულ მამაკაცს ტვინის შერყევა აქვს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები