ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის დასუფთავება თავადვე დაიწყეს
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მერიის წინ ნაკელი და საკენკი დაყარეს, კიბეების დასუფთავება თავადვე დაიწყეს.

ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს, შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის ორგანიზატორები კოტე თავზარაშვილის გადადგომა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვეს.

საქმე ეხება 2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა:


„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო. ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“ – ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეხვედრისას თავზარაშვილმა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია.

თავზარაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გორის მერმა ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ არ ახსოვს "რამე ისეთი" გაეკეთებინოს. თავზარაშვილის თქმით, ბოდიშს იხდის იმისთვის, "თუ მექანიკურად რაღაც" წამოცდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები