ახალი ამბები
კოტე თავზარაშვილი: ,,ჯერ არ მინახავს, რა მოხდა"
გორის მერი კოტე თავზარაშვილი იმ ფაქტის შესწავლას აპირებს, რომელიც დღეს გორის მერიის შენობის წინ მოხდა. საქმე ეხება ადმინისტრაციის უფროსის თემურ მანველიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას, რა დროსაც, მან ნაგვის ვედრო აქციის მონაწილეს თავზე დაამხო.

გიგა მაქარაშვილი და სხვა მონაწილეები მერიის შენობის კიბეებს ასუფთავებდნენ. თემურ მანველიშვილმა ვედრო აიღო და მას თავზე დაამხო. კადრები ტელეკომპანია ,,დიამ" გადაიღო. 

,,დღეს, შეხვედრები მქონდა თბილისში. ჯერ არ გამიგია ამ ფაქტის შესახებ. აუცილებლად დავინტერესდები" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერმა.

მოგვიანებით, გიგა მაქარაშვილი პატრულმა, ტერიტორიის დანაგვიანების გამო, დააჯარიმა. აქციის მონაწილეები თემურ მანველიშვილის დასჯასაც ითხოვენ.

დღეს, ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს, შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის ორგანიზატორები კოტე თავზარაშვილის გადადგომა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვეს.

საქმე ეხება 2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები