ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიამ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი გაამართლა
გორის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მიხეილ გოგინაშვილი გამართლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ  გამოაქვეყნა.

გოგინაშვილს არ დაუდასტურდა ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე. მან გაურკვეულ პირებს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნის ამსახველი ვიდეოს გაზიარება დაავალა.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, საქმეში არ იყო წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლითაც გაირკვეოდა, რეალურად მიიღეს თუ არა სამსახურებრივად დაქვემდებარებულმა საჯარო პირებმა ,,სმს"-ები.

დავალება მიხეილ გოგინაშვილმა მესიჯებით გასცა. სწორედ, ამ გაგზავნილი ,,სმს"-ის სქრინი ჩაუვარდა ხელთ ინფო 9-ის ყოფილ ჟურნალისტს რეზო ნადირაძეს. 

რეზო ნადირაძის განცხადებით, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული მედიასაშუალების ,,ინფო 9"-ის ჟურნალისტი იყო, შიდა მიმოწერის სქრინი ხუთმა ადამიანმა მიაწოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები