ახალი ამბები
შავი ცუგოს პატრონი ,,შატო ატენის" დირექტორი გახდა
ავი ცუგო, რომელიც ,,დილა-ტორპედოს" მატჩზე შეიჭრა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჟამად ,,შატო ატენშია". ,,შატო ატენის" დირექტორმა სოსო ვანიშვილმა მისი პატრონობა გადაწყვიტა და დღეს ძაღლი ,,ახალბაღიდან" წაიყვანა.

,,თქვენს ვიდეოში ვნახე, რომ ეს ძაღლი ,,ახალბაღში" ცხოვრობდა და პატრონი არ ჰყავდა. დავუკავშირდით პარკის ადმინისტრაციას, ასევე, ,,დილას" წარმომადგენლებს და წამოვიყვანეთ ატენში. ამჟამად, კარგადაა. იმედი მაქვს, რომ შეეგუება აქაურობას." - გვითხრა სოსო ვანიშვილმა.

,,შატო ატენი" გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარეობს. მიმდინარე წლის ზაფხულში აქაურობას უამრავი ტურისტი ეწვია. სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ უცხოელები ახლა მსოფლიოში პოპულარულ ძაღლს აქ საკუთარი თვალით ნახავენ.



,,შატო ატენი"




,,შავი ცუგო" პოპულარული 7 ოქტომბრის თამაშის შემდეგ გახდა.  ,,დილას" მატერიალურ ტექნიკური სამსახურის მენეჯერი მერაბ მერაბიშვილი ამბობს, რომ ძაღლი ფეხბურთელების ყველა ვარჯიშს ესწრებოდა: ,,ეხლა როგორც ჩანს ვერ მოტვინა, რომ არ უნდა ჩასულიყო მოედანზე" - თქვა მერაბ მერაბიშვილმა.



,,შავი ცუგო" BBC-ზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები