ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციასთან ურთიერთობები დაალაგა
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, ბოლო სხდომაზე, 1-წლიანი მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა. ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს. უარყოფითი შეფასება ოპოზიციას არ მიუცია.

რაზმაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობები დაალაგა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კულუარებში მათთან სხვა სახის საუბრები აქვს. კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ოპოზიციურ ფრთას გულისხმობს, განმარტა, რომ მთელი ოპოზიცია იგულისხმება.

,,კულუარებში მოდიან და მეუბნებიან, რომ ხომ იცი, ჩვენ ოპოზიცია ვართ და ასე უნდა ვთქვათ" - აცხადებს დავით რაზმაძე. ის თვლის, რომ ლანძღვა-გინებით და იაფფასიანი ტრიუკებით არაფერი გამოვა.

მშვიდად ჩაიარა ასევე საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტოს დირექტორის მიწერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშის განხილვამ. დეპუტატებმა, მათ შორის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანგარიში სრულყოფილად და პროფესიონალურ დონეზე იყო შესრულებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები