პირი, რომელმაც კასპის აქციაზე ხელი პირველმა დაარტყა
20:20 / 16.10.2018
შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრის ვიდეოკამერის ობიექტივში მოხვდა კადრი, სადაც
ჩანს, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი მუშტებით. ინციდენტი დღეს კასპის ცენტრში
მოხდა.
კულტურის სახლში საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას
ამომრჩევლებთან მართავდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მისი
სტუმრობა გააპროტესტეს და ტრანსპარანტებით დახვდნენ.
სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი
კანდიდატი შენობაში შევიდა. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული,
თუმცა მხარეები ერთმანეთის პირისპირ მაინც
აღმოჩნდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები