ახალი ამბები
ქარელის მერმა 100 000 დოლარის აგროსესხი აიღო
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ბოლო ოთხ წელიწადში, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღო. სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან, შემოსავლის სახით, 143 000 ლარი ფიქსირდება. ამის შესახებ იმ დეკლარაციებშია მოცემული, რომელიც მერმა 2014-დან 2018 წლამდე შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, ზაზა გულიაშვილის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან შეადგენს:

2014 წელს - 25 000 ლარი,
2015 წელს - 50 000 ლარი;
2016 წელს - 38 000 ლარი,
2017 წელს - 30 000 ლარი;
სულ 143 000 ლარი.

2017 წელს, ზაზა გულიაშვილმა, აგროსესხის პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში, 100 000 დოლარის სესხი აიღო. მისი თქმით, ეს სესხი სასაწყობე მეურნეობის განვითარებას მოახმარა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაშია.

,,ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი სესხი. აქ არ იგულისხმება არც გაერთიანება ან რამე კოოპერატირვი" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, ანალოგიურ პერიოდში, 2014-2017 წლებში, მისი სახელფასო ანაზღაურებამ შეადგინა 117 500 ლარი.

ჯამში, ზაზა გულიაშვილის შემოსავალი, სოფლის მეურნეობის პროდუქტებიანად, შეადგინა 260 500 ლარს.

რაც შეეხება სესხებს, ისფორმაცია ასეთია:

2017 წელს - აგროსესხი 100 000 დოლარი
2016 წელი - აგროპროექტი 10 000 დოლარი, თიბისი ბანკი
2016 წელი - 35 300 ლარი, იპოთეკური სესხი, თიბისი ბანკი.

ქონებრივ მდგომარეობის კუთხით, მერმა 2016 წელს თბილისში იყიდა ბინა, რომლის ღირებულება 31 500 ლარს შეადგენს, ასევე, ბორბლიანი ტრაქტორი - 6 ათას დოლარად.


შერავათიანბი აგროკრედიტის III კომპონენტით, პრემიერ მინისტრის განკარგულებით, ფინანსდნენ საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ადგილობრივ ნედლეულს და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. ამ კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები