ახალი ამბები
გორელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ამ დღეებში წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, როელიც რუსეთის ქალაქ ანაპაში გაიმართა.

ჩვენმა მოკრივეებმა გორელი მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის ხელმძღვანელობით 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ ლუკა ნიქაბაძე (50 კგ), გიორგი გეგეჭკორი (60) და გიორგი გუცაევი (75), ბრინჯაოს მედალი კი ლადო ლომაიამ დაისაკუთრა.

ამ მოკრივეთაგან ორი გორელია - ნიქაბაძე და გუცაევი. ისინი გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის აღზრდილები არიან. ამავე სასპორტო სკოლის მწვრთნელია საქართველოს ნაკრების თავკაცი ბექა ლობჟანიძეც.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში გაიმართა პრესკონფერნცია, რომელზეც ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლუკა ნიქაბაძემ, მისმა პირადმა მწვრთნელმა ილია ტლაშაძემ, ნაკრების მწვრთნელმა ბექა ლობჟანიძემ, გორის კრივის სკოლის დირექტორმა ავთანდილ შოშიაშვილმა და სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა ისაუბრეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მოკრივეების გამოსვლაზე და გორში კრივის განვითარებაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები