ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი: ,,უნდათ ათქმევინონ ხალხს, რომ წავალ უცხოეთშიო"
საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ამ წუთებში გორის კულტურის ცენტრის დარბაზში ამომრჩევლებს ხვდება. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია ხელს უწყობს რუსეთის ინტერესებს.

,,უნდათ ათქმევინონ ხალხს, რომ მეტი აღარ შემიძლია; რომ წავალ უცხოეთში; სწორედ, ეს უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, საამისოდ არის ჩასაფრებული რუსეთი, რომ ჩვენ ქართველ ერს სული ამოგვხდეს; რომ მეტი აღარ შეგვიძლია. ეს ნიშნავს, რომ დაკოუკიდებლობა აღარ შეგვიძლია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ჩაიბარებს ქვეყანას ტანკებისა და ომის გარეშე" - განაცხადა უსუფაშვილმა.

,,როცა საზოგადოება მიდის ამ განცდებამდე, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ქვეყნები, ვინც ამ ქვეყანას დაეპატრონება. ამიტომ არის მოსაძებნი ენერგია, ენთუზმიაზმი, რწმენა,"

საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ პრეზიდენტს ძალიან კონკრეტული უფლებამოსიფლები გააჩნია; რომელიც მთავარსარდალია ქვეყნის პრეზიდენტი.

,,დღეს მიდის შეჯიბრი კანდიდატებს შორის იმაზე, რომ აი, მე 40 ლარს დაგიმატებ, მე 20 ლარს დაგიმატებ და ა.შ. ეს არის არასწორი. პრეზიდენტს გააჩნია კონკრეტული ფუნქციები კონსტიტუციის მიხედვით" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები